გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ლოქდაუნის ზომები ვირუსის გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„სიტუაცია ძალზე სერიოზული ხდება. არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. რბილი ლოქდაუნის რეჟიმი მოქმედებს. კერძოდ, ქვეყანაში რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები დახურულია.











