“მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მესამე ძალა, ბევრად ძლიერი ორივეზე”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ცალ-ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს. არც პოზიციას, არც ოპოზიციას პირადად მე, როგორც ვუყურებ. ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, იქნება მესამე ძალა, მესამე ძალაში შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის, არ მივცემთ მაგის უფლებას,” – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თავად შექმნის თუ არა მესამე პოლიტიკურ ცენტს, მეუფე პასუხობს, რომ ის მხარს დაუჭერს.
“მე ვარ ეკლესიაში წირვა-ლოცვებზე, მაგრამ მხარს დავუჭერ”, – განაცხადა მეუფემ.











