უკვე მეექვსე დღეა, რაც მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს ადგილობრივი მოსახლეობა, მაშველები და პოლიციელები უშედეგოდ ეძებენ.
მოზარდი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრები მესტიის ცენტრში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ.
13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია











