მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნია ბჟალავას განცხადებით, 17 პირის დადასტურებული შემთხვევიდან კოვიდ 19-ზე, ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია, ხოლო მეორე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.”
„ეს საბოლოო არ არის, მიმდინარეობს სიღრმისეული ეპიდკვლევა“,-გვითხრა მან.
ცნობისთვის, მესტიიის სოფელ ლენჯერში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათი კონტაქტები არიან.











