„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მხრიდან, თუ ხელახალი არჩევნები განხილული არ იქნება, ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. ამის შესახებ უდუმაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
“მეტი გამოსავალი არ არის, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. რა ფორმით ჩატარდება, ან როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე, რა ინსტრუმენტები იქნება ჩადებული, რომ ახალ არჩევნებამდე მივიდეთ, ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, ვიდავოთ, ვიკამათოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: “ქართული ოცნების” მხრიდან, თუ ხელახალი არჩევნები განხილული არ იქნება, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ, რომ შეიკრიბება ერთპარტიული პარლამენტი და ეს იქნება და ეს. მეტი ჩიხიდან გამოსავალი არ არსებობს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა.











