თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურებზე „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.











