ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
როგორც მეუფე დიმიტრიმ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის.
„როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე, როცა განიცდი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი რომ ისოტირულად ვაქცინა ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვიდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული. ასე რომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მთელ სამედიცინო პერსონალს და ექიმებს უღრმესი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს”,- აღნიშნა მეუფემ.











