ვაქცინას გავიკეთებთ თუ არა სასულიერო პირები, ამას მას შემდეგ გადავწყვეტთ, როცა პასუხი გვექნება საპატრიარქოსგან და პატრიარქისგან – ასე გამოეხმაურა სასულიერო პირების და მრევლის ვაქცინაციის საკითხს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე.
„რაც შეეხება ტესტირებას, ყოველ კვირა ვიტესტებით ჩვენ სასულიერო პირები და სწორედ ამის შემდეგ ვდგებით წირვაზე”, – აღნიშნა მეუფემ, რომელმაც წმინდა ნინოს დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა, წალენჯიხაში სოფელ მაზანდარის ტაძარში შეასრულა.











