„მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა“, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი).
მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.











