ვერ გავიგე იმ 2 ადამიანს რაში ადანაშაულებენ… მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს,- ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვერ გავიგე იმ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ… როცა მათი დამოკიდებულება მოვისმინე და თქვეს, რომ ჩვენ ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო… მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალს ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება,“- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.











