ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი – ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც არ გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა განაცხადა.
„ნებისმიერ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, შეუძლია გაიკეთოს, ან არ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ეჭვი არის, რომ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადამიანზე, შეიძლება უარყოფითად… იცით რა არის? ჩვენ სხვადასხვანაირი ორგანიზმი გვაქვს, ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაცა ვერ აიტანს, რადგან ბოლომდე კარგად არაა ჩამოყალიბებული. აი, მაგალითად, დანიამ, ნორვეგიამ შეაჩერეს. ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი! ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი გაიკეთეთ, ვისაც არ გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ. ასევე თქვენ, ასევე მე“, – განაცხადა მეუფემ.
ცნობისთვის, 15 მარტიდან საქართველოში ვაქცინაციის პროცერსი იწყება.











