მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონის დირექტორად მეუფე იაკობის დანიშვნას ეხმიანება და ამბობს, რომ ის კარგი ადმინისტრატორია.
„მეუფე იაკობი რა თქმა უნდა თვითონ არის რაღაცნაირი, ლექსიკა აქვს ასეთი, გამომწვევი. მე მის შეფასებებს არ გავაკეთებ, მაგრამ, ძირითადად მის შესახებ ისმის ნეგატიური შეფასებები, შეიძლება მისივე განცხადებებიდან გამომდინარე.
მე არ მახსოვს, რომ ვინმეს ოდესმე თავში მოსვლოდა, რომ შეეფასებინა მეუფე იაკობის პოზიტიური როლი. ამდენი ხანია ეპისკოპოსია და რა გააკეთა კარგი? ყველაფერთან ერთად, კარგი ადმინისტრატორია ძალიან. საკმარისია, მის ეპარქიაში ერთხელ მაინც ჩავიდეს რომელიმე ჟურნალისტი და უბრალოდ, მიმოხილვა გააკეთოს – აი, რა გაკეთდა, როგორი მოწყობილი აქვს ეპარქია. ამაზე მე არასოდეს ტელევიზიიდან საუბარი არ მსმენია. “ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა მეუფე იაკობის შესახებ.











