fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში დიდი მარხვის წინა პერიოდზე ისაუბრა

17:05 თებერვალი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
914
ნახვა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას დიდი მარხვის დაწყების მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.

„მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, დალოცვა, შეგეწიოთ მისი მადლი და ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს.

სახარებაში მოთხრობილია, რომ ეს ბრმა იჯდა გზაზე, იერიქონში და როდესაც გაიგო, რომ უფალი იესო ქრისტე მოდიოდა, როდესაც მოესმა ხალხმრავლობის ხმა, იკითხა, ვინ არისო და უთხრეს, რომ იესო მოდიოდა, – მან დაიწყო ხმამაღლა ღაღადება, ძახილი: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (ლუკ. 18,35-38).

ეს ადამიანი ალბათ დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში. ვინ იცის, შეიძლება, მრავალი უმკურნალია კიდეც უშედეგოდ. ყველამ იცოდა ისრაელში მაშინ, რომ უფალი იესო ქრისტე იყო დიდი მკურნალი, დიდი წმინდანი და ამ კაცისთვის იესო ქრისტესთან შეხვედრა იყო ბოლო იმედი. ვინ იცის, როგორ ოცნებობდა, რომ ოდესმე ჩამოევლო ქრისტეს და შეხვედროდა მას.

ამ საოცარი სიტყვებით მიმართავს: „ძეო დავითისო!“ – რაც ნიშნავს მესიანისტურ წოდებას. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ეს ღმერთის ძე იყო. მაშინ, იმ პერიოდში ეს მოციქულებმაც არ იცოდნენ, მაგრამ „ძე დავითისა“ – ეს მესიის სახელწოდება იყო. ე.ი. მან უკვე შეიცნო, რომ იესო ქრისტე არის ის, ვისაც ელოდება ისრაელი, როგორც მესიას. აი, ეს არის საოცარი და ასე ყვირის: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“.

მას აჩუმებენ, ხელს უშლიან, რომ იესო მასთან მივიდეს. აქ ნათქვამია, რომ „ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს“ (ლუკ. 18,39), უბრაზდებოდნენ, მაგრამ იგი კიდევ უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“

შემდეგ უფალი იესო ქრისტე მასთან მიდის, ეკითხება, თუ რა ნებავს მას. ის პასუხობს, რომ აეხილოს მისი თვალები და უფალი ეტყვის: „აღიხილე!, „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!“ (ლუკ. 18,41-42). უფალ იესო ქრისტეს არაერთხელ უთქვამს ეს სიტყვები. მართლაც, აეხილება მას თვალი და შემდეგ ეს ადამიანი ადიდებს ღმერთს, ყველამ იხილა და ყველა აქებდა ღმერთს.

სახარების ეს მონაკვეთი გვაფიქრებს ბევრ რამეზე. პირველ რიგში, გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის ლოცვა.

თვალი რომ აგვეხილოს, უფალმა რომ შეგვისრულოს ჩვენი თხოვნა, რომ მოვიდეს ჩვენთან, რა არის ამის პირობა, აი, აქ ჩანს. როდესაც ადამიანს უნდება, მიეახოს უფალს, მართლა ილოცეს, შეუდგეს სულიერ ცხოვრებას, მას ყოველთვის რაღაც აბრკოლებს, ხელს უშლის. როგორც ბრმას უშლიდნენ ისინი, ვინც უფალთან იყო მაშინ და აჩუმებდნენ, ასევე გვაჩუმებენ ჩვენ. შეიძლება ჩვენ გაგვაჩუმოს ჩვენმა შინაგანმა დაცემულმა კაცმა, ჩვენმა შინაგანმა ხმამ, რომელიც ებრძვის, უმხედრდება ყოველივე იმას, რაც სახარებისეულია. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებიდან, შეიძლება იყოს სხვადასხვა არასწორი ღირებულება თუ ადამიანები – ყველაფერი ამხედრდება მაშინ იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანი მიეახლოს ღმერთს, დაიწყოს ჭეშმარიტად ლოცვა და სულიერი ცხოვრება.

სახარება გვასწავლის, რომ რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს, ვიმეორებ – ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები – მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ აი, ეს სვლა, ლოცვა და ღაღადი. ჩვენ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე და უკან ვიხევთ, ამიტომ ხშირად არ გვისრულდება ეს ლოცვები, რადგან ვანებებთ თავს, ვკარგავთ აი, ამ შეუპოვრობას და უკან ვიხევთ, ამიტომ ვერ ვიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ.

აი, ამაზე გვაფიქრებს ეს სახარება დღეს. რა თქმა უნდა, ამ ბრმისთვის, რომელსაც სახელად ბარტიმეოსი ერქვა, ეს ბოლო იმედი იყო, არავითარი სასოება სხვა რამეზე, ამქვეყნიურზე, დროებითზე, თითქოსდა სტაბილურზე, მატერიალურზე მას აღარ ჰქონდა, მას არც ექიმების იმედი და არც გარშემომყოფთაგან არავის იმედი აღარ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ღვთისა.

აი, ამ კეთილი სასოწარკვეთილებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი გაჰყვიროდა და მიმართავდა ღმერთს ამ მოკლე ლოცვით: „შემიწყალე მე!“ უფალმა შეისმინა მისი, მიდის მასთან და, მართლაც, თვალებს აღუხელს და შემდეგ მას შინაგანი თვალებიც კიდევ უფრო მეტად ეხილება.

აი, ამაზე გვაფიქრებს ეს სახარება ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და უფალმა მოგვცეს ეს განწყობა დიდი მარხვის წინა პერიოდში, რაც აქ არის აღწერილი. უფალი გვაჩვენებს, რომ მისთვის ეს სათნოა, ეს არის სწორი განწყობა იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენთან და აგვიხილოს ჩვენ სულიერი თვალნი, ვინაიდან ჩვენ, ყველას, სიბრმავე გვაქვს (პირველ რიგში, ეს არის სულიერი სიბრმავე) და მოვიდეს ჩვენთან, გვაცხონოს და შეგვიყვანოს ჩვენ სასუფეველში, რომელიც მოდის ადამიანის გულში აი, ამ სიმდაბლის, ამ გულითადი ლოცვის გამო, სასუფევლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი დ თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“

ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტმა შიომ.

თეგები: მიტროპოლიტი შიო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს შეხვდა

მარტი 30, 2021
867
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა

თებერვალი 23, 2021
810

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია