ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა მედიკოსებმა უნდა აიღონ – მეუფე თეოდორემ გარდაცვლილი მედდის პანაშვიდი გადაიხადა
„ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ იმაზე, რაც დატოვა მეგიმ, ვიზრუნოთ მის ოჯახზე, შვილებზე და შევეცადოთ, რომ ის სითბო და სიყვარული, რაც მოაკლდება მათ, ეს ავუნაზღაუროთ“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, რომელიც დღეს, 22 მარტს სოფელ ქვემო ენთელში გარდაცვლილი მედდის ოჯახში მივიდა.
ქორეპისკოპოსმა პანაშვიდი გადაიხადა და მეგი ბაქრაძის ახლობლებს მიუსამძიმრა.
მეუფე თეოდორემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვებიან და პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სამედიცინო პერსონალმა უნდა აიღოს.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











