“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “სამართლიანი არჩევბნების” ხელმძღვანელებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ვერსიის არ სჯერა და აუდიტის შემდეგ პარალელური დათვლის შეცვლილ შედეგებს ხარვეზებით ხსნის.
“მე ძალიან მიჭირს ვიღაცას დავაბრალო ზეწოლის ქვეშ არის და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ამას თვითონ არ ამბობს და არ ადასტურებს. მე არ შემიტყვია სახეზეც რომ ზეწოლის შედეგად არის გადაწყვეტილება მიღებული, რატომღაც მგონია რომ ტექნიკური ხარვეზია მართლა ამ შემთხვევაში და ძალიან ცუდი ტექნიკური ხარვეზია, არ არის ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, მაგრამ ამ ტექნიკური ხარვეზის როლიც მნიშვნელოვანია იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ახლა ჩვენ ვართ,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










