მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაცია კურორტ გუდაურის Facebook- გვერდზე გავრცელდა.
„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაური, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა – 40 წუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.











