„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დიდია შანსი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 40,5% აიღოს. კაპანაძე საზოგადოებას მოუწოდებს, სახლში არ დარჩნენ და საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
„დიდი შანსია ეს არჩევნები ისე დასრულდეს, 40.5 % აიღოს „ოცნებამ“, ანუ 10-მა, 20-მა ხმამ გადაწყვიტოს, დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში.
ახლა რასაც ვუყურებ, 40-ზე ნაკლები აქვთ, მაგრამ მოერეკებიან თავის ამომრჩეველს.
ამიტომ, ვინმე თუ ახლა სახლში ხართ და ფიქრობთ, რომ გეზარებათ, ან გეშინიათ კოვიდის, ან რამის, იცოდეთ, რომ მერე თქვენს თავს დააბრალეთ.
ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ბიულეტენი თუ არ ჩავარდა, დასაცავიც არაფერი იქნება. მიდით! მიდით! მიდით! ცოტა დაგვრჩა ამათ მოშორებამდე”, – განაცხადა კაპანაძემ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











