ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც რაიონში ხორციელდება და რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება.
მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.











