თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი ტრანსპორტს პირბადის გარეშე მართავდა. მათ მუშაობის უფლება 2 დღით ჩამოერთვათ.
„მუშაობის უფლება ჩამოერთვათ იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ. ყოველდღიურად გადაგვყავს უამრავი ადამიანი და ხარ წარმოდგენილი პირბადის გარეშე, რომელიც არის ყველაზე მთავარი დამცავი შესაძლებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.










