„მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც ვემხრობით“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დოკუემტნზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
როორც მელია ამბობს, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ისინი დოკუმენტზე ხელს „ხვალ ან ზეგ მოაწერენ“.
არავის არ უნდა გაუკვირდეს და ნურავის ნუ ექნება ისეთი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვილი პარტია ვართ. შიგნით არის არერთი საჭირო კონსულტაცია. საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება.
რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, მათ შორის უკვე ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდანაც კი, რომელმაც უკვე მოაწერეს ხელს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკი მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შევუთანხმებთ სხვა კოლეგა პარტიების თავმჯდომარეებს“ , – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. პარტიაში ჯერ მომავალ გეგმებზე არ საუბრობენ. ჯერჯერობით უცნობია ისიც, აპირებენ თუ არა პარლამენტში შესვლას.










