მილანში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი მილანიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 56 კილომეტრი შეადგინა. სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდა იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.











