მიმდინარე წლის 6 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ცნობილია, რომ მიმდინარე წელს პარტიების საერთო ხარჯმა 12 მილიონს გადააჭარბა.
მისი თქმით, ქვეყანაში სულ 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული, მათ შორის აქტიურია 80.











