სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:
შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) – 52,1 %
ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 18,6%
თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) – 11,0%
ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 8,9%
სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) – 7,6%
ეკა ბესელია( სამართლიანობისთვის) – 1,2%
მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) – 0,0%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 0,6%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 62,2%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11,0%
ევროპული საქართველო – 8,0%
პატრიოტთა ალიანსი – 8,0%
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 2,0%
ერთიანი საქართველო – 2,0%
ლეიბორისტული პარტია – 2,0%
ლელო – 2,0%
გირჩი – 1,0%
თავისუფალი დემოკრატები – 1,0%
სხვა 2,0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.