თბილისის მერი კახა კალაძე ყველას, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს, დღესასწაულს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს.
„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს.
მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს – ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს უცხოელ მეგობრებს მივულოცო სიცოცხლისა და განახლების დღესასწაული. გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – წერს კალაძე.










