“მინდა, გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტიპატიმარს, ყველა პატიმარს, განურჩევლად, რა სასჯელს იხდიან ისინი, ცხოვრებაში ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამ ციხეში ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ გათავისუფლებას ვუსურვებ. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადაგხადით თქვენ და ყველა გულშემატკივარს, რომელიც გულშემტკივობს ნორმალუცრი ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას, მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს, მადლობას ვუხდი მას, როგორც დიპლომატსა და ადამიანს.
ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ვუსვამ ხაზს, მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშოპრისო საზოგადოება.
მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრეაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, როგორც დადგა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებებს”,- აღნიშნა მელიამ.









