fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია – სიტყვა „რევოლუცია“ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან – მამუკა ხაზარაძე 

10:54 დეკემბერი 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

„ლელო“ კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია,“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

„სიტყვები – „რევოლუცია” და „გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც „ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.

დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა.  ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი  მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. “ლელოს” პოზიცია არის უცვლელი და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ვემიჯნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის, იმას არ გავაპროტესტებთ, ან აქციებს და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებზე ვიტყვით უარს, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში,”-განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს” თავმჯდომარემ ოპოზიციის შეკრების მთავარ მიზეზზე, მოპარულ არჩევნებზე ისაუბრა.  ხაზარაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი  მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

„ხელახალი არჩევნები არ უნდა გადავდოთ, ისევ ტყუილიში არ უნდა ვიცხოვროთ.  “ოცნების” რიტორიკა შეიცვლება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან. აქვე მინდა, მოვიყვანო სერბეთის მაგალითი. მათ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის რაღაც ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები  არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, უნდა შევცვალოთ ახლით, თუ ჩვენ ჩვენი ქვეყანა და შვილები გვიყვარს. რადგან მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ განცდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. შეიძლება მარტივ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ,

მივედით იმ მომეტამდე, სადაც არის პოლიტიკური უფსკრული და უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს და ქვეყანას.  ბევრს ლაპარაკობენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული პრობლემები. არ მინდა, ეს გახდეს დამატებითი არგუმენტი, რადგან ისიც საკმარისია, რა მდგომარეობაშიც ვართ, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროა ისეთი ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს,”-განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საუბრის დასასრულს “სახალხო ალტერნატიულ პარლამენტზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ფორმულა მისთვის მიუღებელია.

“ჩვენ ეს უკვე ვნახეთ წარსულში და ეს ფორმულა დამაზიანებელი იქნება პროცესისთვის, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ და არ ვეთანხმებით” – აღნიშნა მან.

ხაზარაძის განმარტებით,  აუცილებელია ჩატარდეს პლებისციტი, რაც არის ცივილური ფორმულა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ხაზარაძის თქმით, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, სადაც ხალხი გადაწყვეტს, გაიმართოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. და თუ საზოგადოების უმრავლესობა იტყვის არას, ოპოზიცია ამ ვერდიქტს დაემორჩილება და დაელოდება 2024 წლის არჩევნებს.

თეგები: ლელომამუკა ხაზარაძეოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნოემბერი 30, 2021
793
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონის მიღება – მამუკა ხაზარაძის ინიციატივა

ნოემბერი 24, 2021
779
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

ნოემბერი 22, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია