„მინდა, რომ ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„მე მინდა, რომ ნიკა მელია იყოს მალე აქ. მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და იყოს პარლამენტი. მინდა შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა. მინდა ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს.
ჩემი სურვილების სანაცვლოდ, დათმობაზე რომ თავადვე წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვატარებთ პირბადეებს, კორექტულობის და მეგობრობის ნიშნად, ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს ვწყვეტთ და ამ გამოსვლის შემდეგ გვეკეთება პირბადეები დარბაზში“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










