ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს.
“საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ! მინდა შევაქო “ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას. კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო ! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან”,- აცხადებს ევროპარლამენტარი.










