fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მინდა ვუთხრა ახლგაზრდებს, არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებაც – კალაძე

10:38 ივნისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, 2018-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტმა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა.

როგორც მან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და დაფინანსება ჯამში, 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, 1 400 მაგისტრანტია.

„გასულ წელს პანდემიამ დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი აღმოჩნდა ის სტუდენტი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამიტომაც პროგრამა შევცვალეთ. სოციალური ქულები 70 000-დან 150 000-მდე ავწიეთ და ბიუჯეტი გავაორმაგეთ. ამჟამად, 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც სწავლას ამთავრებს და სამაგისტრო ეტაპზეა. მერიის სტიპენდია ასევე, 1 400-მდე წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაც – „ისწავლე და დასაქმდი“. ჩვენ მოვახდინეთ კვლევა, თუ რა პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი და სწორედ ამას მოვარგეთ სწავლის პროცესი. შედეგი ძალიან შთამბეჭდავია. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 80% დასაქმებულია. ჯამში კი, 4 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. დაფინანსება აქაც გავაორმაგეთ“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით კი, პროგრამით – „ისწავლე და დასაქმდი“ კმაყოფილია, როგორც კურსდამთავრებული, ასევე, დამსაქმებელიც.

„ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ დამსაქმებელი ეძებს კადრს და ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. ასევე, ბევრი ადამიანია, ვინც ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს და ძიებაშია. შესაბამისად, მინდა ვუთხრა მათ, ახლგაზრდებს, არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებაც. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით ზუსტად თუ რა მოთხოვნებია. ამ პროგრამის მეშვეობით ვამზადებთ მათ, რომ შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება გაუმარტივდეთ. ამით დამსაქმებელიც კმაყოფილია და ახალგაზრდებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და ის, რომ შესაბამისი სერვისები დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია ხელმისაწვდომი.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 5 000-მდე მოსწავლე/ახალგაზრდაა ჩართული. აქედან 1 200-მდე ახალგაზრდა უსასყიდლოდ იღებს სერვისს. გაუმჯობესდა სასწავლო და სამუშაო გარემო, დაინერგა ახალი სერვისები, დაიწყო სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია, რომ სერვისების მიწოდება ყველა უბანში თანაბრად გვქონდეს. ამისთვის გვაქვს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალი. ეს ცენტრები სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე მოვახდინეთ ორი ფილიალის რეაბილიტაცია. მომავალში ყველა ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სახელოვნებო სკოლების მიმართულებითაც და მსგავს სკოლებში 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე უფასოდ სწავლობს.

„დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ფუნქციონირებს 34 სახელოვნებო სკოლა. 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე სრულიად უფასოდ სწავლობს. გარდა ამისა, ფინანსდება 600-ზე მეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე. ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით, ფინანსდება 700-ზე მეტი მოსწავლე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია