„ბელორუსიიდან გააგზავნეს ბადრაგის თანხლებით აეროპორტამდე, ჩასვეს თვითმფრინავში და გააგზავნეს უკრაინაში, ოდესაში, მაგრამ იქ რა ხდება, იქედან საქართველოში მოხდება დეპორტაცია, ისევ ბელარუსიაში დააბრუნებენ თუ რა იქნება ეგ მე არ ვიცი”, – ამის შესახებ მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მინდია გორაძე ამ დროისთვის ოდესის აეროპორტში იმყოფება. მისივე თქმით, აეროპორტში დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ქართული მხარე მის დეპორტაციას ითხოვს.
ამასთან, გორაძეს ბელორუსიაში ყოფნის ყველანაირი ვადა უკვე ამოეწურა, ხოლო მინსკიდან თბილისში პირდაპირი რეისი არაა, შესაბამისად მისი დეპორტაცია უკრაინაში მოხდა.
„ამ დროისთვის ოდესის აეროპორტში იმყოფება. დაკავება მოხდა იმ მიზეზით, რომ საქართველოს მხარე ითხოვს მის დეპორტაციას და ბელორუსიაში იქ ყოფნის ყველანაირი ვადა ამოიწურა და მათ გააკეთეს დეპორტაცია, რადგანაც მინსკიდან პირდაპირი რეისი საქართველოში არ არის გააგზავნეს უკრაინაში, ქვეყნიდან გააძევეს და ოდესაში არის დაკავებული და არკვევენ რა უნდა უქნან ამ კაცს”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.











