უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.











