22 ნოემბერს მინსკში გამართული მორიგი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია, Vesna-ს მონაცემებით, დაკავებულია 205 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება.











