მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას განცხადებას.
„ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს.
ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს.
ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს.
ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს.
მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.










