უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას საუბარი არის „წყალი” და „გაარსი შიგთავსის გარეშე”.
„ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე, საერთო ჯამში მთელი მისი საუბარი არის წყალი. ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე. საუბრობს რაღაც გავლენებზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე, საუბრობს ნეპოტიზმზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე, საუბრობს კორუფციაზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ კორუფციაზე. ანუ, საუბარი შინაარსის გარეშე”, – ამბობს პაპუაშვილი.
ასევე ნახეთ: რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე










