fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიტინგზე რაც მოვისმინეთ არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან – ნიკა გვარამია „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე

12:13 მაისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

„ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო პროტესტს სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება.

მისი თქმით,  აქციაზე გამომსვლელების სიტყვაში რაციონალიზმი არაა და გაუგებარია რას ითხოვენ.

„ზოგადად ჰესებს, ცხადია არა, მაგრამ გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ.
შეიძლება მიკერძოებული ვიყო – ჩემს ამ დამოკიდებულებას თავისი წინაპირობა აქვს ჩემი ბიოგრაფიიდან. კარგად ვიცი, რა უქნა ჩემი უსაყვარლესი დედულეთის, ქვემო რაჭის კლიმატს შაორის წყალსაცავმა. ვხედავ, მისი წყალობით ზედმეტად დატენიანებულმა ჰაერმა როგორ დაანესტიანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფანტასტიური ნიკორწმინდა და მისი ფრესკები. მახსოვს, შაორის შემდეგ შეცვლილკლიმატიან და დანესტიანებულ ქვემორაჭას როგორ მოეხსნა პულმონოლოგიური (ე.წ. ფილტვების) კურორტის სტატუსი და მშრალი და წიწვოვანი ჰავის სურამმა როგორ შეინარჩუნა.

ეს ყველაფერი ვიცი, მახსოვს, ვხედავ. ამიტომაც, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის.
თუმცა,
ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს.
ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვინც არგუმენტირებულ დისკუსიას თავს არიდებს და მხოლოდ იაფფასიანი პატრიოტული ლოზუნგებით ჟონგლიორობს.
ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვისი შერჩევითი გემოვნება ფილტრავს თავისუფალ ადამიანებს და არ (და არა ვერ) ფილტრავს ათასი ჯურის შეზღუდულ ნაძირალას თუ ერისგან, თუ ბერისგან.
გავმეორდები, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე. პირადად, მათგან ვერ მოვისმინე, რა არის მათი სიმართლე. ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ენჯეოების კი არა – პირადად მათი. მიტინგზე რაც მოვისმინეთ და ალბათ კვლავ მოვისმენთ, არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან და, ბოდიში, ირაციონალური გადაწყვეტა ამ საკითხს ვერ ექნება. ემოციური ინტელექტით ვერ მიიღება გადაწყვეტილება ამხელა მნიშვნელობის საკითხზე.
გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ მარტო მთავრობას ველაპარაკებით, მხოლოდ კომპანია ენკას კი არ გამორიცხავს ამ დიალოგიდან, არამედ საზოგადოებასაც. არადა, ასეთი მნიშვნელობის საკითხი სრული ინკლუზიურობით უნდა გადაწყდეს. ერთხელ უკვე მიიღო ოცნების მთავრობამ გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ერთ მხარესთან საუბრით. ახლა, რიონის მცველები იგივე მეთოდს რატომ გვთავაზობენ და ახლა უკვე თავად რატომ გამორიცხავენ ინკლუზიურ დისკუსიას, გაუგებარია. რას ნიშნავს, მარტო მთავრობასთან გვაქვს საქმე? ლეჩხუმი არც მთავრობისაა (რომელსაც ასე გონია, როგორც ვხედავთ) და არც რიონის ხეობის მცველების (როგორც იკვეთება, შესაძლოა მათაც ასე ეგონოთ). ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა (რომელზეც ხელი აქვს ყველას ჩაქნეული), ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს (შესაძლოა სამართლიანადაც. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, არსებობს ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც).
p.s. თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალი და მოსაწონია – ძალიან ცდება.”, – წერს ნიკა გვარამია.

 

 

  • თბილისის პიკეტირება, როცა სამებაში ეროვნული გმირი ასვენია – ულტიმატუმი ხელისუფლებას თუ „ბანალური“ ნარცისიზმის უხეში გამოვლინება – ვინ როგორ ეხმიანება გოლეთიანის განცხადებას

 

 

ცნობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.

თეგები: ნიკა გვარამია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, რომელიც არ გაუვლია არავის – ნიკა გვარამია

ნოემბერი 24, 2021
782
პოლიტიკა

ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

სექტემბერი 21, 2021
799
პოლიტიკა

კობახიძე: გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ – კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს

ივნისი 25, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია