fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

13:36 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
879
ნახვა
მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება გუშინ მომხდარ დაპირისპირებას, მისი განმარტებით ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და პარტიულმა აქტივმა მოაწყვეს.
ამის შესახებ მან აბაშის მუნიციპალიტეტის სუჯუნის ტაძარში წირვის შემდგომ მედიასთან თქვა.
„არაფრის დატოვებას არ ვაპირებ. რა მაქვს დასატოვებელი. რამდენიმე სასულიერო პირმა არაეკლესიური წესებით შეკრიბეს იქ ხალხი შეთქმულება მოწყვეს, მოიყვანეს ხალხი, მე ჩვეულებრივად მოვიწვიე კრება, არც პრესა, არც ტელევიზია და არც მრევლი არ იყო იქ მოსაყვანი, იმიტომ რომ ჩვენ სასულიერო პირებს გვაქვს უფლება რომ ვილაპარაკოთ. იქ ვიღაცას ჰქონდა კითხვები, მზად იყავი ყველაფერზე მეპასუხა და მელაპარაკა.
ეს კრება იყო გაცნობითი, მე ახალი დადგენილი ვარ ეპარქიაში და ყველა სასულიერო პირთან მინდოდა გაცნობა. მათ შორის იყო ის საკითხები, რომელიც აინტერესებდა ზოგიერთ ადამიანს მაგრამ ისინი კრებაზე კი არ მოსულან, მრევლს ამოეფარნენ და ის მრევლიც არ იყო, როგორც გავიგე, ქუთაისიდან იყვნენ და “ნაციონალური მოძრობის” წარმომადგენლები ყოფილან და ერთ-ერთი ამ პარტიული აქტივის, საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს რომელიც მოაწყვეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა და აქვე ისინი პრივატულ ტერიტორიაზე შეჭრასა და სკანდალების მოწყობაში დაადანაშაულა.
„მე როცა პასუხის გაცემა მინდოდა, არ დამაცალეს და დაიწყეს ყვირილი, როგორც ჩანს ეს იყო დაგეგმილი, შემდეგ დაიწყეს ჯაჯგური გარედან, თქვენც იყავით აკრძალულ ზონაში, ყველა არღვევდა კანონს კარგად იცით, რომ არ შეიძლება პრივატულ ტერიტორიაზე შესვლა და ჯაჯგურის მოწყობა. ჩვენ არ გვყავს დაცვის პოლიცია, 2, 3 ბიჭი იყო და თხოვდნენ არ შემოსულიყვნენ და მერე დაიწყეს პირდაპირ კარებზე ჯაჯგური თქვენ იცით და ნანახი გაქვთ რაც ხდებოდა. რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი ყო, რომლებიც აქეთა მხრიდანაც ცდილობდნენ რომ გაენგრიათ. ფაქტიურად ეგენი იქ სალაპარაკოდ არ იყვნენ, საჩხუბრად იყვენენ მოსულები. ჩვენ დავიწყეთ გალობა და ჩავუგდეთ მათ ეს სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილობდა უამრავი საინფორმაციო საშუალება, იმიტომ რომ იმათ დაუძახეს თავიანთი სპეცოპერაციის გასაფორმებლად. არ გამოუვიდა ეს სპეცოპერაცია, ყვირილი, წივილი, მაგრამ ჩვენ ვწირავთ, ჩვენ ვმარხულობთ, ჩვენს საქმეს ვასრულებთ, სასულიერო პირების დიდ უმრავლსეობა ადგილზეა და სიხარულითაა განმსჭვალული, რომ ერთად უნდა ვილოცოთ, მე უამრავ ხალხს შეხვდი, მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთბა, იმდენად გულანთებული ადამიანები ცხოვრობენ და იმედი მაქვს რომ დამთავრდება სკანდალები მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, დაიწყება სულიერი ცხოვრება, და თქვენ უნდა შეგვიწყოთ ხელი ამაში და არა სკანდალების გაფორმებას უწყობდეთ ხელს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.
დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: თეა შონია
თეგები: მიტროპოლიტი სტეფანე

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, შესაძლოა, ე.წ. „ამბოხში“ მონაწილე სამღვდელო პირების საკითხი, რომლებმაც შენდობა ითხოვეს, მშვიდად მოგვარდეს

აპრილი 15, 2021
777
რეგიონები

მარტვილში ბალდის ტაძარში დაპირისპირება მოხდა

მარტი 24, 2021
924

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია