“ბატონი ნიკა, როგორც იცით, არც ამნისტიას არ ეთანხმება. “ქართულმა ოცნებამ” ცინიკურად დაიწყო, რომ თუ არ ეთანხმება ამნისტიას, მაშინ იჯდეს ციხეში, ამას არქმევენ ნიკა მელიას ნების პატივისცემას. იცით, რომ კარლ ჰარცელი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, მივალთ ისეთ ფორმამდე, რომ ნიკა მელია იქნება გარეთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ზოგადად, მარტო ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი ამ შემთხვევაში, მოდით, პოლიტიკურ პროცესს შევხედოთ: ადამიანები შენს ამნისტიაზე მუშაობენ, შენ გამოდიხარ ლანძღავ, შენ მეგობრები სირცხვილის კორიდორებს უწყობენ, ეს არ არის სწორი. ხელისუფლებამ ეს გამოიყენა და თქვა, თუ ეს არ გინდათ, ამდენს გვლანძღავთ, არ გავაკეთებთ.
ეს პროვოკაციულ მიდგომაზე პასუხია, ასევე პროვოკაციული პასუხი, მაგრამ პასუხია – “თუ არ გინდა, არ გიშვებ”- ეს არის ხელისუფლების პასუხი, ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული, მაგრამ ამას თავისი საფუძვლები აქვს,”- განაცხადა ხვიჩიამ.









