“მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ახლა ის მომენტია, როდესაც ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“დროა, ახალი პოლიტიკური კულტურა ვაჩვენოთ საზოგადოებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც საოცარი შრომა გასწიეს ამ ექვსი თვის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მალე გაფორმდება და მალე ვიხილავთ გიორგი რურუას თავისუფალს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.









