„მივესალმებოდი, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში. ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იმიტომ დაუჭირა მხარი ამ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრაულ ოფისში განაცხადა.
„მე, მივესალმებოდი, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში. ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იმიტომ დაუჭირა მხარი ამ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა. ისაუბრონ და გააკეთონ ის, რაც ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად. რა თქმა უნდა კრიტიკულებიც შეიძლება იყვნენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში, დანარჩენი დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებში.











