fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მივმართავ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ყველა საელჩოს, დავგმოთ ამომრჩევლის დაშინება

19:00 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
861
ნახვა

„ნაციონალური ძალები“ უკვე ცდილობენ იმ სცენარის განხორციელებას, რომელიც აქვთ გამზადებული და ამის აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი აცხადებს.

„ჩვენ ვხედავთ ფეიკ-ტელევიზიებით და ჟურნალიზმით ფეიკ-პარტიებს და ფეიკ კვლევებს, ეს ის ხალხია, ვინც  დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის სახით დაატყდა თავს, იზეიმეს, ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ მარცხს გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ თავიანთ ამომრჩეველში გააჩინონ მუხტი და ჩართონ ის სცენარი, რომლის ჩართვის პროცესშიც სირთულეებს აწყდებიან.

ვხედავთ, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო უბანთან და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, რომელმაც თავისი არჩევანი გააკეთა და კვლავაც აკეთებს, სწორედ იმისთვის, რომ ზემოთხსენებული რადიკალური ძალები არც კი შეეცადონ და ქვეყანას და მის მომავალს არეულობების მცდელობები არ დაუპირისპირონ.

ჩვენი გუნდის სახელით მივმართავ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ყველა საელჩოს, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია მიმართავს ძალადობრივ მეთოდებს, საარჩევნო უბნებზე იარაღით დაიარებიან და ცდილობენ ამომრჩეველი დააშინონ, ეს არის მიუღებელი და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: 2020 წლის არჩევნებითეა წულუკიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

იანვარი 23, 2022
769
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

იანვარი 23, 2022
761
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

დეკემბერი 30, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია