„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს „ლელოში” საკონსულტაციო შეხვედრა აქვთ.
„უბრალოდ საკონსულტაციო შეხვედრაა, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთის პოზიციებს განვიხილავთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მესამე რაუნდი გაიმართება, ან რა პერსპექტივა გვაქვს, ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიები შევაჯერებთ.
რა თქმა უნდა, ახალი საკითხები არის, რომელიც განსახილველად შემოვიდა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.










