მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ და კერძო სექტორმა შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა და შემდგომი შეზღუდვების დაწესება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგისთვის მნიშვნელოვანია მიღწეული ეფექტის შენარჩუნება, ამიტომ მადლობას ვუხდი პრემიერს, რომელმაც შეახსენა მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რომლებიც ზომავენ სხვადასხვა ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელს ზომავენ. სწორედ მათი ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების მოხსნისა თუ დაწესების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ და კერძო სექტორმა შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა და შემდგომი შეზღუდვების დაწესება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს 2-კვირიანი მონაცემების საფუძველზე, ამიტომ ეს 1-ლი მარტიდან გამოცხადებულ შემსუბუქებას, არამედ წინა პერიოდის აქტივობებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.











