„ჯო ბაიდენის კატასტროფული ხელმძღვანელობის გამო, ჩვენი საზღვრები ახლა სრულიად უკონტროლოა”,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
„ბაიდენის ადმინისტრაცია სასაზღვრო პატრულისა და საიმიგრაციო სამსახურს პატივს არ სცემს. ქვეყანაში მასობრივად შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც აქ არ უნდა იმყოფებოდნენ“,- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვარზე შექმნილ ვითარებას „მზარდი ცუნამი“ უწოდა.
„როდესაც თანამდებობა დავტოვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი გვქონდა. ბაიდენის მმართველობის პირობებში, ვითარება გაუარესდება, უფრო საშიში და უკონტროლო გახდება. მოაცილეთ ჩვენს ქვეყანას უკანონო მიგრაცია, კრიმინალი და ჩინური ვირუსი“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.











