განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.
„მეც რომ ვაკვირდები ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, ხშირად გვესმის, რომ ეს პარლამენტი ძალიან მდორეა და არ მიდის მსჯელობა. მოვუწოდებ შემოვიდნენ, მათ შორის, „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს. ვიცით, რომ მათ განათლების თემა აინტერესებთ. განათლების კომიტეტში ვარ, მობრძანდნენ ძალიან საინტერესო საკითხებზე ვმუშაობთ, მათ შორის, განათლების რეფორმის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ოპოზიციის ჩართულობით მიღებული.
შემოვიდნენ და ამ ისტორიულ საკითხებში მიიღონ მონაწილეობა, არ დარჩნენ განზე, ისე როგორც წინა პარლამენტის დროს, მაშინდელი ოპოზიცია“,-აცხადებს პაპუაშვილი.










