„მოდერნას“ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახხებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ცდაში 12-დან 17 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ.
„მოხარულები ვართ შუალედური ანგარიშის შედეგებით. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითაა ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრმა, შტეფან ბანკელმა.











