პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ხართ ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ დებთ, ასეთი ანაზღაურების მენეჯერს არც ერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებდა. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ ყოველგვარი შედეგის გარეშე“, – მიმართა ხაზარაძემ გვენეტაძეს.










