მოლაპარაკებები თუ იქნება და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებების პროცესი არ გაგრძელდა, შეიძლება პროცესი უკონტროლო გახდეს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, ისეთი პროცესები ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით – მელიასა და 31 ოქტომბრის შემდეგ წარმოშობილ კრიზისთან მიმართებაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











