„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებზე ხელისუფლებიდან არ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა წარმომადგენელი თუ არ გამოიცვლება, მოლაპარაკებებს არ ჩაშლიან.
„ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება. იმავდროულად, ჩვენ განვიხილეთ მოლაპარეკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, რომელიც, ჩანაწერების თანახმად, მხილებულია ბავშვებზე ძალადობაში. პრაქტიკულად ყველა პარტია იყო ერთ აზრზე, რომ გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და ახლა მათთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით იქნება ხსნა.
საბჭოთა კავშირთან უსიტყვო კაპიტულციას ხელი მოაწერა არც მეტი არც ნაკლები გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა კეიტელმა, რომელიც მილიონობით ადამიანის დახვრეტის ავტორი იყო. იმათთან დაჯდნენ მოლაპარაკებაზე, იმას მოაწერინეს ხელი, თუმცა კეიტელი მერე მაინც ჩამოახრჩვეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობსითვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











