იყო საუბარი გიორგი რურუას ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე. მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე არ მისულა, მაგრამ შემოთავაზებული იყო, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მხოლოდ ზეპირი საუბარი იყო და დოკუმენტში არ ჩაიწერა.
“იქ შეხვედრაზე ითქვა, მე უბრალოდ გაგიზიარებთ. არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ნამდვილად კი, ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაცა მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო ესეთი, რომ ეთქვას, აი, მოგვწონს და ა.შ.”, – განაცხადა მან.










