მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა COVAX პლატფორმისგან მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.
„4 400 დოზა უკვე მივიღეთ. მადლობა გერმანიასა და სხვა ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის კომისიას, იაპონიასა და სხვებს. მადლობა WHO-სა და UNICEF“,- განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან მოლდოვაში კორონავირუსის 191,197 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4 049 ადამიანი.











